მინეროლოგია

საკმაოდ საინტერესოა ეზოთერული მინერალოგია, რომელიც მინერალების ენერგეტიკულ თვისებებს სწავლობს და მათი ენერგიების ადამიანის ცხოვრებაში გამოყენებას ახდენს. ეზოთერული ცოდნის მიხედვით ყველა მინერალურ ქვას  სხვადასხვა   პლანეტარულ ენერგიებითან აქვს კავშირი და კონკრეტული პლანეტის ხასიათის, თვისებებს და ენერგიებს ატარებს.  მინერალები ცოცხალი არსებები არიან და მათში ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობენ.  ყველა მინერალი გამოირჩევა თავისი უნიკალური ფერით, რომელიც ასევე დაკავშირებულია კონკრეტულ ენერგიებთან და ვიბრაციებთან.

ეზოთერულ ლიტერატურაში ცნობილია, რომ ადამიანს გააჩნია ბიოველი (აურა) რომელიც ცისარტყელას ფერებში ვლინდება და ყველა ფერს თავისი ენერგეტიკული დატვირთვა აქვს. მათ ენერგო-ცენტრებს (ჩაკრებს) უწოდებენ და ყველა ჩაკრა დაკავშირებულია ასევე სხვადასხვა ორგანოსთან და ადამიანის უნარ-თვისებებთან. მინერალების ფერებს შეუძლიათ ადამიანის აორის შეცვლაც კი, გაუმჯობესება ან გაუარესება. როდესაც დაზიანებულია რომელიმე ენერგო-ცენტრი,  ეზოთერულ პრაქტიკაში მინერალებითაც ხდება მათი მკურნალობა და შესაბამისად ორგანიზმზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა. ეს რაც შეეხებოდა ბიო-ენერგეტიკულ პროცესებს. 

 ეზოთერიაში არსებობს ასტროლოგიური მეცნიერება, რომელიც ადამიანის შესახებ უდიდეს ინფორმაციას ფლობს. ასტროლოგიური, პირადი, ადამიანის ინდივიდუალური რუკა, ადამიანის დაბადების ზუსტი მონაცემებით; თვით, დღით, საათით  და ზოგჯერ წუთებითან კი დგინდება. პირად რუკაში ნათლად ჩანს პიროვნების სრული პოტენციალი, დადებითი და უარყოფითი მხარეები, მისი  გზა, მისია და სავარაუდო ხიფათებიც. ასტრო-მინეროლოგია  როგორც ადამიანის ენერგეტიკის და ჯანმრთელობის დასალაგებლად, ასევე მისი ბედიღბლის კორექციისათვი გამოიყენება. საკმაოდ საშიშია არასწორად შერჩეული მინერალი, რამაც შეიძლება სერიოზული პრობლემებიც კი გამოიწვიოს ადამიანის ბედსა თუ  ჯანმრთელობის მხრივ. პირად რუკაში დაზიანებული პლანეტების ქვის ტარებამ შეიძლება შეაჩეროს სასიკეთო ენერგიების შემოდინება ადამიანის აორაში და მთლიანად დახუროს  წარმატების შანსები,  ასევე შესაძლოა გააძლიეროს ის უარყოფითი ენერგია,  რაც პირიქით, უკან არის დასაწევი და დასათრგუნი. მოკლედ მინერალებთან ხუმრობა მართლაც არ შეიძლება და ამ საკითხე უამრავი წიგნია დაწერილი.  ამიტომაც გთავაზობთ ამ სერვისს, რომ ყველა მსურველს შეეძლოს ამ ინფორმაციის მიღება და შემდეგ პრაქტიკული გამოყენება. 

  პირადი რუკის მიხედვით კეთდება რუკის ანალიზი სრულად, სად მდებარეობენ დადებითი პლანეტები, სად  ნეგატიური პლანეტები, რა ასპექტები აქვთ მათ ერთმანეთთან, სად იმყოფება შავი მთვარე და სად თეთრი მთვარე, ასევე ყურადღება ექცევა სტიქიებს, რომელია ნაკლებად გამოვლენილი ან მეტად. მოკლედ საკმაოდ სერიოზული ანალიზისა და დაკვივების შედეგად ირკვევა პირადი ასტრო-მინეროლოგია და ეძლევა ადამიანს სრული სია დადებითი  და უარყოფითი მინერალებისა. ასევე მივაწვდით ინფორმაციას რა პერიოდშია სასურველი ამა თუ იმ ქვის ტარება და როგორ შეიძლება მათი შეთავსება ერთმანეთთან. მრავალი წელია ვაკვირდები  მეგობრებს, ახლობლებს, საკუთარ თავს თუნდაც  და უმეტესობას  პირადი მინეროლოგიის გამოყენების შემდეგ შეეცვალა სასიკეთოთ ბედი.  ბევრს გარკვეული პრობლემები მოუგვარდათ, ზოგი ნერვოზული მდგომარეობისგან გამოვიდა, ზოგმა ფინანსური და ზოგმაც პირადი ცხოვრება მოიწესრიგა. ვის რა პობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი იმისდამიხედვით. 

მინერალები ნამდვილად მოქმედებენ ჩვენზე საკმაოდ ძლიერადაც და ნამდვილად ღირს ცდა და მათი სწორად გამოყენება.  ისინი ჩვენი იდუმალი მეგობრები არიან და ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი დაცვა და  გამხნევება, ჩვენი წინსვლაც და მისიის შესრულებაში დახმარებაც.  ჩვენს მინეროლოგიის მომსახურეობაში გთავაზობთ დაახლოებით 3-4 გვერდიან ინფორმაციას, პლანეტების მდებარეობის მიხედვით თუ რა თვისებებია   გასაძლიერებელი და წინა პლანზე წამოსაწევი  ადამიანში, რომელი ქვები რა სახის წარმატებას მოუტანს მას და მის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას რომელი მინერალი უფრო მოუხდება.   ინფორმაცია საკმაოდ საინტერესო და სასარგებლოა.  მთელი ცხოვრების მანძილზე გეცოდინებათ თქვენი პირადი ქვების შესახებ სწორი და საჭირო ინფორმაცია.   

 თამარ აქუბარდია
ყველა სტატია
ნანახია 6596 ჯერ