ასტროლოგიური პირადი რუკის ზოგადი დახასიათება

პირველად დავიწყებ საუბარს ასცედენტით, რომელიც აყალიბებს გარეგნულ შტრიხებს, გარეგნულ ფორმებს და  საერთოდ ვიზუალს. ასცედენტი ანუ ასტროლოგიური 1-ი სახლი რომელ ზოდიაქოს ნიშანშიც  მდებარეობს ეს მიანიშნებს, თუ ადამიანი უცხო გარემოში ანდა საზოგადოებაში რა ფორმითა და ხასიათით ინიღბება. საკუთარ ნამდვილ „მე“ -ს რომელი მეორე ნამდვილი, თუმცა შენიღბული „ მე“ -თი სცვლის. ეს ასევე ცნობიერი „მეა“ ოღონდ ფასადური და შენიღბული. ასევე მისი საპირისპირო არის დესცედენტი რომელიც მე- 7 სახლს მიუთითებს. ეს არის პარტნიორის სახლი, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი მეორე ნახევარი, სავარაუდოდ რა გარემოში გავიცნობთ მას და როგორი დამოკდიებულება გვექნება მასთან. მე-7-ე სახლი განსაზღვრავს ასევე სამსახურებრივ პარტნიორებსაც და მათთან დამოკიდებულებას. ასცედენტთან პლანეტების წყობა გარეგნულ იერში თავისებური შტრიხი შემოაქვს, ხოლო დესცედენტთან პლანეტების მდებარეობა აღნიშნავს იმ სახის დადებით ან უარყოფით მოვლენებს, რომელიც პარტნიორებთან იქნება დაკავშირებული.
კარიერულ წინსვლას განსაზღვრავს მე-10 სახლი. თუ სად მდებარეობს და რომელი პლანეტები მოხვდნენ მასთან აჩვენებს ჩვენს მისწრაფებას, ან თუ ცარიელია მაშინ ნაკლებ ინტერესს კარიერული მწვერვალებისაკენ. ასევე მნიშვნელოვანია 4 სახლი, რომელიც მიუთითებს ჩვენს წარსულზე, მშობლებზე, სამშობლოზე, ჩვენს ქვეცნობიერზე და საერთოდ ასტროლოგიაში ცნობილია როგორც წინა ინკარნაციის სავარაუდო ადგილდებარეობის მითითებადაც.
ამ ოთხი ზონიდან. 1- ი სახლი მე-7  სახლი პირადი "მე" და პარტნიორები.
მე-10  სახლი - კარიერა, სოციალური სტატუსი, საზოგადოებრივი ცხოვრება და მე-4  სახლი  კი ქვეცნობიერი, განმარტოება, საკუთარ თავში ძიება და ჩაღრმავება. რომელი ზონაც პლანეტებით არის დატვირთლი, იმ ზონაში უფრო აქტიურია ადამიანი ცხოვრების მანძილზე.

მზე - არის თქვენი ზოდიაქო, ანუ თქვენი „მე“ -თქვენი სული. რომელ ნიშანშიც მზე მდებარეობდა დაბადების მომენტში იმ ზოდიაქოს მატარებელი ხართ თქვენ. ასევე სახლებს აქვს მნიშვნელობა, რომელ სახლშიც მზე იმყოფებოდა იმ სფეროში და იმ გარემოში გრძნობთ ყველაზე კომფორტულად თავს. თქვენი მეორე „მე“ სწორედ ამ სახლის თვისებების, უნარებისა და ენერგიის მატარებელია.

მთვარე - ეს არის თქვენი ქვეცნობიერი. თქვენი ემოციები, შინაგანი სამყარო, უხილავი გრძნობითი სამყარო. როდესაც მარტოდ რჩებით თქვენს თავთან მაშინ ჩანს თქვენი მთვარის სამყარო ყველაზე კარგად. რომელ სტიქიაში და რომელ სახლშია მთვარის მდებარეობა ემოციურად და ქვეცნობიერად ზუსტად ამ ნიშნების დამახასიათებელი თვისებები გაქვთ. სერთოდ ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა და მზეზე უფრო მეტი გავლენაც კი შეიძლება ჰქონდეს ქალზე, რადგანაც ქალი ხომ ქვეცნობიერთან, ემოციებთან და გრძნობებთან არის კავშირში. კაცის შემთხვევაში კი აღნიშნავს თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს მის საყვარელ ქალს, რომელთანაც გადაწყვეტს ყოფნას.

მთვარის კვანძები
- აღმავალი და დაღმავალი კვანძები. ეს რუკაზე მიუთითებს წინა ცხოვრებაში განვლილ გზას და კარმულ პროგრამებს, რომელიც წინა ცხოვრებიდან მოიტანეთ. აღმავალი კვანძი კი სულის მიერ არჩეულ ახალ პროგრამას მიანიშნებს, თუ საით  და რა მიმართლებით უნდა წავიდეს ადამიანი. ეს არის ყველაზე მნიშნველოვანი პოზიცია ასტროლოგიაში, რომელიც მიგვითითებს ჩვენს სულიერ გზას და რომელ სახლებშიც მდებარეობს ეს კარმული კვანძები მიუთითებებ ასევე წარსულისა და ახალ გამოცდილების მიმართულებებზე. ბევრი ასტრილოგი თვლის, რომ დაღმავალი კვანძის სახლი მიანიშნებს, თუ რომელი ზოდიაქოს თვისებებს ვატარებდით წინა ცხოვრებაში და როგორი იყო ჩვენი „მე“. როგორი ცხოვრების სტილი და რა დამოკიდებულება გვქონდა გარშემომყოფებთან.

მერკური - ეს პლანეტა მიუთითებს თუ როგორი გონებრივი და კომუნიკაციის  შესაძლებლობები აქვს ადამიანს, როგორ იღებს ინფორმაციას და როგორ ამუშავებს მას. როგორ უდგება ინფორმაციას და როგორ შეუძლია დაამუშაო მიღებული ცოდნა.

ვენერა - ეს არის სიყვარულის, სილამაზის, მშვენიერების მმართველი პლანეტა. ქალის რუკაში განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას სიყვარულის მიმართ. თუ როგორი მგრძნობიარეა სასიყვარულო სფეროში და როგორ აღიქვამს სილამაზეს სამყაროში. ვენერა ასევე დაკავშირებულია ფულთან, მისი ასპექტები ან სახლი მიანიშნებს, თუ რა პოტენციალი აქვს ადამიანს ფინანსურ სფეროში.

მარსი - ეს არის აგრესიული პლანეტა. ადამიანს აძლევს ბრძოლისა და აქტიურობის უნარს. ის მეომარი პლანეტაა და გამოხატავს თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი პრინციპებისა თუ სიმართლის გატანა აქტიურ სამყაროში. სამსახურში თუ აქტიურ ქმედებებში რა ენერგიებს ვიყენებთ და როგორ ვიბრძვით არსებობისთვის  და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის. მარსი ქალის რუკაზე განსაზღვრავს მისი სიყვაურლის ობიექტის სავარაუდო თვისებებს, თუ რა მოსწონს მამაკაცში ქალს და როგორი იქნება მისი მეორე ნახევარი. კაცში კი განსაზღვრავს თუ როგორი იქნება ინტიმურ ურთიერთობებში.

იუპიტერი - ეს არის გამარჯვების მაჩვენებელი ჩვენს რუკაზე. რომელ თვისებებზე დაყრდნობით მივაღწევთ წარმატებას ცხოვრებაში. რა თვისებების გამოვლენას გვთხოვს სამყარო და რომელ სფეროებში უფრო მეტად უნდა წარმოვაჩინოთ თავი. იუპიტერის სფერო, სადაც დაბადების მომენტში ის მდებარეობდა, მოგვიტანს სახელს, პრესტიჟს და ფინანსურ სარგებელსაც.

სატურნი - ეს არის დამსჯელი პლანეტა, შეზღუდვების პლანეტა. საერთოდ მიუტითებს წინა ცხოვრებაში არსებულ ხასიათშტრიხებს, რომელიც ვერ დავხვეწეთ, ვერ დავამუშავეთ და რომელიც ჩვენს ევოლუციას აფერხებდა. ახლა ეს თვისებები მაქსიმალურად დასამუშავებელი გვაქვს და სატურნიც გამოცდებს ჩაგვიტარებს იმ სფეროში (სახლში) სადაც სატურნია და იმ ზოდიაქოში სადაც დაბადების მომენტში მდებარეობდა. ესეიგი არსებობს ზღვარი რასაც არ უნდა გადავცდეთ არაფრით და თუ გადავალთ ამ ზღვარს აუცილებლად მიგვახვედრებს სამყარო ამის შესახებ და დაუსჯელად არ დაგვტოვებს. საერთოდ სატურნი რომელ სფეროშიც არის იმ მდებარეობაში არ არის სასურველი პროფესიის არჩევა. ამ ზონაში ორმაგი ძალისხმევა შეიძლება დასჭირდეს ადამიანს და ბევრი კარმული გამოცდის გავლა მოუწევს სანამ ბოლომდე არ გაუჯდება ადამიანს ზომიერების გრძნობა. ვინც მოხვდება ამ გზაზე ესეიგი კარმა მიუთითებს, რომ ამ სფეროში კარმული ვალი უნდა გაისტუმროს.

ზემოთ რაც ავღნიშნეთ „ პირადი“ პლანეტების სტატუსით არიან ჩვენს რუკაზე, რომელიც ადამიანის ინდივიდუალიზმს აყალიბებს და მხოლოდ მის შინაგან სამყაროსთან არის დაკავშირებული, რაც შეეხება საზოგადო პლანეტებს. ( რათქმაუნდა მაინც პირადთან არის დაკავშირებული, თუმცა საზოგადოებრივ კარმას ეზიარება და ამ კარმას უკავშირდება იდნივიდი ამ პლანეტებით.

ურანი - არის ორიგინალურობის, პროგრესის, მეცნიერების და ტექნიკური სფეროს მმართველი პლანეტა. ურანი ასევე ასტროლოგიის, მეგობრობის და ანარქიზმის პლანეტაც არის. მისი მდებარეობა ნიშანში აღნიშნავს ჩვენს ორიგინალურობის ფორმას, ჩვენს ზოგად მსოფლმხედველობას იდეების, რეფორმების და თავისუფლების მიმართ. ასევე მისი დადებითი მდებარეობა ჩვენს ორიგინალურ იდეებზე და ახლებურად ხედვაზე ახდენს გავლენას, დაზიანების შემთხვევაში კი ანარქიზმზე და დაუმორჩილებელ, ამბოხებულ სულზე მიანიშნებს.
ნეპტუნი - ეს არის ჩვენი ფანტაზიები, ჩვენი ოცნებები, ჩვენი ილუზიები, ინტუიცია, მისტიკასთან კავშირი და კოსმიური უმაღლესი სიყვარულის უნარები. ხშირად უაყოფითი კუთხით იძლევა ფანტაზიებს და არარეალურ და ილუზორულ ხედვას, თუმცა დადებითი კუთხით დიდ მისტიურ უნარებს, რომანტიულ და კეთილშობილურ ბუნებას და მეოცნებე ნატურას სძენს ადამიანებს.
პლუტონი - ეს არის ნგრევის, სიკვდილის, ტრანსოფრმაციის და თავიდან დაბადების ენერგიის მატარებელი პლანეტა. ის მართავს მასებს, ამბოხებებს, რევოლუციურ გამოსვლებს, ინდივიდში კი იწვევს ტრანსოფრმაციის უდიდეს უნარს. საერთოდ ეზოთერიაში პლუტონი დაკავშირებულია წინა ცხოვრების სიკვდილთან და ამ ცოხვრებაში შემოსვლის ენერგიებთან.

ლილიტი, ანუ შავი მთვარე - ეს პოზიცია რუკაში აღნიშნავს ჩვენს ყველაზე ბნელ მხარეს. ჩვენს შეცდომებისა და ყველანაირი პრობლემის თავს. ლილიტი დაკავშირებულია შავ ძალასთან, ბნელ ენერგიებთან და იმ ზონიდან ყველაზე ადვილად ახერხებს ჩვენს ცდუნებას თუ პრობლემების შექმნას. ჯანმრთელობისა და პრობლემების სახეს ხშირად ლილიტის ზონა აღნიშნავს, თუმცა მისი კორექტირება და დამუშავება საშუალებას მოგცემთ განთავისუფლდეთ კარმული ვალებისაგან და მისი ნეგატიური დამანგრეველი ენერგიებისგან. ლილიტი არის წარსულ ინკარნაციასთან დაკავშირებული, ის მიანიშნებს, თუ რომელ სფეროში რა თვისებებს იყენებდა ადამიანი ყველაზე დაბალ დონეზე და ისევ ამ თვისებებითვე ეცდება ადამიანის ცდუნებასა თუ დარტმების მიყენებას.

სელენა- თეთრი მთვარე ანუ მფარველი ანგელოზი - ეს არის ლილიტის საპირისპირო ძალა. ყველაზე ნათელი მხარე ადამიანში. ეს ის თვისებები და ის სფეროა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა დაეყრდნოს ადამიანი. უნდა განავითაროს თავის თავში და ამ თვისებების გზით ის შეეცდება საკუთარ თავში ნეგატივის შემცირებას. ეს არის ის ენერგია, რომელიც მფარველ ანგელოზს უკავშირდება და რომელიც იცავს ადამიანს როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სტრესებისგან და რყევებისგან. სელენა არის ღვთიური დაცვა ადამიანის, მისი წინა ცხოვრებაში ჩადენილი „გმირობების“ თუ სიკეთის აღმნიშნველია და იმ ზონას მიუთითებს, თუ სად და რა ფორმით მაქსიმალურად ბევრი სიკეთე ჩაიდინა ადამიანმა.

პირად რუკაში ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ასპექტები. ეს არის პლანეტების დაკავშირება ერთმანეთთან, არის დაძაბული და დადებითი ასპექტები. ამ ენერგიებით უკავშირდებიან პლანეტები ერთმანეთს და ქმნიან ინდივიდში უნარებს და შიდა ფსიქოტიპეპს აყალიბებენ. დაძაბული ასპექტები მიანიშნებენ წინა კარმულ პრობლემებს, რითაც ინდივიდი ვერ ახდენდა ენერგიის სწორად და შედეგობრივად მიმართვას. დადებითი ასპექტები კი პირიქით, ადვილად და უპრობლემოდ აგვარებენ იმ სფეროებში ურთიერთობებს, რომელ სფეროსაც აღნიშნული პლანეტები მართავენ.

ასევე მნიშვნელოვანია სტიქიები. რომელი სტიქიაა დომინანტური რუკაში, რომელი ნაკლები, ეს მიანიშნებს თუ რა ენერგიის მოჭარბება ან ნაკლებობა აქვს ადამიანს.

ცეცხლის სტიქია -აქტიურობა, ენთუზიაზმი, ენერგიულობა, ლიდერული თვისებები, საქმის წამოწყების ძალა, ნოვატორობა.

ჰაერის სტიქია
- კომუნიკაბელურობა, კავშირები, იდეები, სწრაფი აზროვნების უნარი, ზედაპირულობა, სიახლეების მიმართ სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა.

მიწის სტიქია - სტაბილურობა, პრაქტიკულობა, რაციონალიზმი, წვრილმანებზე დაკვირვებულობა. პრაგმატულობა, ნაკლებ რისკიანობა, არაკომუნიკაბელურობა.

წყლის სტიქია - სიღრმისეული გრძნობები, ღრმა ანალიზის უნარები.  ზე-მგრძნობელობა მისტიციზმისკენ დიდი ინტერესი, ინტუიცია.

როდესაც რუკაში რომელიმე სტიქი დომინანტურ პოზიციაში გვხვდება, ეს ნიშნავს, იმას რომ ადამიანის ცნობიერება და მისი ფსიქოტიპი იმ თვისებებითა და ენერგიით არის გაჟღენთილი, რომელსაც ეს სტიქია ატრებს. და რომელიც ყველაზე ნაკლები ბალით არის წარმოდგენილი ესეიგი იმ ზონაში განიცდის კონკრეტული თვისებების უკმარისობას. შესაძლოა მეტნაკლებად ყველა სტიქია თანაბრად იყოს განაწილებული რუკაში, ეს იდეალური ვარიანტია.

ასევე არის პლანეტების დომინანტური პოზიციაც, დომინანტი პლანეტაც მიგვითითებს, თუ ადამიანში ყველაზე მეტად რომელი პლანეტის თვისებებია გამოვლენილი და რა ფსიქოლოგიური მიმართულება აქვს ყველაზე მეტად მას. ასევე არის ისეთი პლანეტაც, რომელიც ყველაზე მეტად არის ასპექტირებული სხვა პლანეტებთან და ეს პლანეტა ასევე მიუთითებს ადამიანის წამყვან და მამოძრავებელ ენერგიაზე და ცხოვრებისეულ დევიზზე.

კიდევ რუკაში პლანეტების გრადუსები თავისებურ შტრიხსა და ხასიათს ანიჭებს კონრეტულ პლანეტებსა და სახლებს და ესეც დამატებით ხსნის ინდივიდის სულის დაფარულ სიღრმეებს.
ასე რომ პირადი რუკა ძალიან ვრცელი და ამოუწურავი ინფორმაციის მატარებელია და ინდივიდის ქვეცნობიერი სამყაროს გაშიფვრას და მისი იდუმალების ნაწილობრივ მაინც ამოხსნას საკმაოდ ეფექტურად ახერხებს.

ყველა სტატია
ნანახია 18884 ჯერ