ქალცედონი

ქალცედონი

ქალცედონი

ეს მინერალი  სიყვარულის, ცოდნის, განათლების და ჰარმონიის ქვად ითვლება.  იზიდავს მხიარულებას, სილაღეს, მეგობრულ გარემოს ქმნის გარშემო. აძლიერებს თვითრწმენას მფლობელში და ახალი იდეების და სიახლეების მიზიდვას უწყობს  ხელს. 

ქალცედონი აუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს ადამიანში.  ინფორმაციის და უცხო ენების  ათვისებას აადვილებს, ასევე მეხსიერებას აუმჯობესებს. ამიტომაც ამ მინერალს მშვილდოსნის ზოდიაქოს ხასიათსაც მიაკუთვნებენ, თუმცა არ არის პირდაპირ დაკავშირებული მშვილდოსნის ზოდიაქოსთან ან მის მმართველ პლანეტასთან.  ამ ქვას სატურნი და ურანი მართავს და აქვს უფრო მერწყულის და ქალწულის ხასიათი. ანუ მაღალი იდეები, ცოდნის გაფართოება,  მეგობრობა,  ურთიერთობები, ასევე შრომისმოყვარეობა,  კარიერული მიზნები, ამ სფეროებში ავლენს კარგად თავის ხასიათს.

ცისფერი ქალცედონი ოპტიმიზმის ქვაა. მრისხანებისგან და მელანქოლიისგან იცავს მფლობელს. იზიდავს ახალ სიტუაციებს და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებსაც.

ვარდისფერი ქალცედონი შინაგან ბავშვურ ბუნებას ანვითარებს და სიხლეების მიმართ ინტერესს აღვივებს მფლობელში.

წითელი ქალცედონი კი აძლევს მფლობელს მიზნის მიღწევის ენერგიას და გამძლეობას.  უფრო სტრატეგიის დაგეგმვასა და მის მიღწევაში ეხმარება ადამიანს

ყველა ქვა
ნანახია ჯერ