ხიასტოლიტი

ხიასტოლიტი  მიიჩნევა ყველაზე მაგიურ და იდუმალი ენერგიების მატარებელ ქვად.  როგორც ცნობილია მას აქვს უნარი გაუძლიეროს ადამიანს ინტუიცია, დააკავშიროს გარდაცვლილთა სამყაროსთან და მისტიური  ინფორმაციის მიღებაში დაეხმაროს მფლობელს. საერთოდ ეს ქვა უფრო პარარელურ სამყაროსთან კონტაქტის გასაძლიერებლად გამოიყენებოდა. მაგები წინა ცხოვრებების შესახებ ინფორმაციას სწორედ ყველაზე ადვილად ამ მინერალის დახმარებით ღებულობდნენ. „უბრალო  მოკვდავნი“ კი უფრო წინათგრძნობას და ინტუიციას გააძლიერებენ.

ხიასტოლიტის მეშვეობით სხვადასხვა ინფორმაცია  თითქოს თავისით მოდის.  ადამიანმა გაუცნობიერებლად იცის  როგორ მოიქცეს  გარკვეულ სიტუაციებში.

სხვათაშორის ქვის ფორმის გამო აქტიურად გამოიყენებოდა ქრისტიანი ბერების მიერ საუკუნეების მანძილზე. ცნობილია, რომ ლოცვას ეს ქვა მაგიურ უნარებს აძლევს და ლოცვის ენერგიას დიდხანს ინარჩუნებს სამყაროში.  იცავს ამავე დროს ადამიანს არასაჭირო ფიქრებისგან, რადგანაც მთლიანად კონცენტრირებულს ხდის მას სულიერ ვიბრაციებზე. მისი კიდევ ერთი დადებითი თვისებაა წყენის დავიწყება. ადამიანს წარსული სევდის, ნეგატიური ინფორმაციის დავიწყებაში ეხმარება, ძველი პრობლემების გადაწყვეტას უწყობს ასევე ხელს.

ხიასტოლიტი იმდენად ძლიერი ენერგეტიკის ქვაა, რომ მფლობელს უხილავი ძალით ასტრალური  და ენერგეტიკული თავდასხმებისგანაც კი იცავს. ეს ქვა შიდა შფოთვას,  შიშებს და ილუზიებს აქრობს, აწონასწორებს ნევროზულ ადამიანებს და საღ გონებას აძლევს მათ.

ძალიან კარგი დამცავია თვალისგან და ნეგატივისგან. იცავს როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ენერგეტიკულად მფლობელს.

ასტროლოგიას რაც შეეხება, ეს მინერალი შეესაბამება წყლის ნიშნებს თავისი ხასიათით. მორიელის ზოდიაქო როდესაც არის პირად რუკაში აქტიური (დადებითად ან უარყოფითად არ აქვს მნიშვნელობა) იცავს მაგიური ზემოქმედებისგან, თევზების ზონისთვის იძლევა მისტიურობას და ფსიქოლოგიურ დაცვას, კირჩხიბის ზონისთვის იცავს ფსიქოლოგიური სირთულეებისგან და ნევროზებისგან.  

ყველა ქვა
ნანახია ჯერ