შავი ტურმალინი

შავი ტურმალინი

ეს მინერალი საკმაოდ ძლიერია ენერგეტიკულად. მასში შემავალი რნიკა იძლევა სიძლიერეს, სიმხნევეს და ენერგიულობას. ფიზიკურ დონეზე ადამიანს ეხმარება  სიზარმაცის დაძლევაში, ფსიქოლოგიურ დონეზე უფრო  ხასიათის სიმტკიცეს, თვითრწმენას და მიზანდასახულობას აძლევს, უშიშარხ ხდის მას და   გამძლეობას ჰმატებს როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურ დონეზე.  

საერთოდ ჰემატიტი და შავი ტურმალინი ხასიათით გვანან ერთმანეთს. ორივე მამაკაცური ენერგიის ანუ იანური ქვებია და უმეტესად გამოიყენებოდა ყოველთვის მამაკაცებში. შავი ტურმალინი უფრო განსხვავდება ჰემატიტისგან მაგიური უნარებით. ჰემატიტი თუ სუფთა მარსიანული მინერალია ყოველგვარი მისტიკის გარეშე, ტურმალინს უკვე აქვს ძლიერი ენერგეტიკული მაგიური თვისებები და უკვე მორიელის ენერგიებში გადადის. 

ჰემატიტი თუ ბძოლაში და გამარჯვებაში (თუნდაც ცხოვრებისეული ბრძოლა ვიგულისხმოთ) ეხმარება  ადამიანს შავი ტურმალინი უკვე ასტრალურ დონეზე მუშაობს, ანუ სხვა სამყაროებთან ახერხებს კონტაქტის დამყარებას. მისტიკის სფეროში ცნობილია ეს ქვა, როგორც იქითა სამყაროსთან კავშირის გაძლიერების და ინფორმაციის მიღების საშუალება. ნათელხილვისას,  მომავლის ჭვრეტაში, მკითხაობაში თუ მედიტაციაში ტურმალინი შეუცვლელი იყო ყოველთვის. ვთქვათ ასტროლოგიურ რუკაში ადამიანი გადატვირთულია აგრესიული ან იანური კომბინაციებთ და არ უხდება ეს ქვა, შეუძლია ამ ქვის გამოყენება მედიტაციისას  და არა ყოველდღიურობაში . 

 სხვათაშორის ჩემს პრაქტიკაში ძალიან კარგად მუშაობს ტურმალინი ჰიპნოზისას, ჩენელინგისას ოღონდ ვისაც პირად რუკაში დადებითად აქვს მორიელის ზონა გამოკვეთილი, რადგანაც ეს ქვა ასტრალურ დონეზე კონტაქტს  აძლიერებს შესაძლოა არასასიამოვნო ენერგიებთანაც მოხდეს კავშირი. ზოგიერთი წყარო წერს, რომ ზუსტად ნეგატიური ასტრალური არსებების მიზიდვას უშლის ხელს  და იცავს  ასტრალური თავდასხმებისგან, თუმცა მე მაინც ვფიქრობ ინდივიდუალურია ეს და ცოტა ყურადღებაა ამ მხრივ საჭირო ამ ქვასთან 

ცნობილია, რომ ამ ქვის გავლენით ნებისმიერი მაგიური რიტუალები (მანტრები, აფირმაციები, შელოცვები) უფრო ძლიერად მუშაობს და აუცილებელია სწორად იქნეს ქვის ენერგეტიკა გამოყენებული.  ძირითადად კაცებისთვის არის უფრო დადებითი ამ ქვის ტარება, რადგანაც მებრძოლ და უშიშარ სულისკვეთებას აძლევს მათ. ქალბატონებში კი მაგიური უნარებისთვის და ინტუიციის გაძლიერებისთვის ნამდვილად დადებითი გავლენა ექნება მას.  

მისი ტარება არ არის რეკომენდირებული ხშირად, რადგანაც ძლიერი ენერგოვიბრაციით შესაძლოა გადატვირთოს ადამიანი. დასვენებისას ან ჩვეულებრივ სამუშაო გარემოში არაა საჭირო გეკეთოთ, მხოლოდ სადაც სიმტკიცე, სიძლიერე და უშიშარი ხასიათის გამოვლენა დაგჭირდებათ ასეთ დროს უფრო გამოგადგებათ ეს ქვა. 

რადგანაც სისხლის მიმოქცევასთან არის შერლი (შავი ტურმალინი)  დაკავშირებული არაა საჭირო სისხლის ან გულსისხლძარღვთა დარღვევების დროს ატაროს ადამიანმა. შავი ტურმალინი პირველ და მეორე ჩაკრას ააქტიურებს და ვისაც აქვს პრობლემები ამ ჩაკრებზე დადებითად იმუშავებს მათზე. სასიცოცხლო ენერგო მერიდიანებს ააქტიურებს.

ზოდიაქოს ნიშნის ენერგეტიკასთან ყველაზე ახლოა მორიელთან და თხის რქასთან.


თამარ აქუბარდია

 

ყველა ქვა
ნანახია ჯერ